დამეთანხმებით ალბათ, რომ არაფერი სჯობს ფილმის ყურებას რბილი საწოლიდან. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ფილმის ასეთ სიტუაციაში ყურება მხოლდო სახლში არ არის შესაძლებელი. შვეიცარიულმა კინოთეატრმა პატემ მაყურებლებს საშუალება მისცა მაქსიმალურად კომფორტულად ეგრძნოთ თავი ფილმის ყურებისას. პატე შვეიცარიისა და გერმანიის საზღვართან ახლოს, ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, შპრაიტენბახში მდებარეობს. ეს არის ადგილი სადაც შეგიძიათ ოჯახის ნებისმეირ წევრთან ერთად წახვიდეთ და არაჩვეულებრივი დრო გაატაროთ, რადგან კინოთეატრში არის, როგორც დარბაზი სადაც ორკაციანი საწოლები დგას ასევე დარბაზი სავარძლებით და საბავშვო ოთახი სადაც ძლაიან რბილი სავარძლები, სასრიალოები და სათამაშოებია განთავსებული. აქ მართლაც, რომ საოცარი დროის გატარებაა შესაძებელი. კინოთეატრი მიმდინარე წლის 9 მაისს გაიხსნა და ბილეთის ფასი დაახლოებით 130 ლარი.