კინოთეატრ "ამირანთან" ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების წინააღმდეგ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით საპატრული პოლიციაა მობილიზებული, თუმცა, ადგილზე აქციის მონაწილეები ჯერ არ გამოჩენილან. როგორც აქტივისტებმა გუშინდელი აქციის შემდეგ განაცხადეს, ისინი დაახლოებით 6 საათისკენ ჯერ ვერის ბაღში შეიკრიბებიან, როს შემდეგაც უკვე უშუალოდ კინოთეატრ ამირანთან გადაინაცვლებენ. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახა ბუხრაძის განცხადებით, აქციაზე სამართალდარღვევის შემთხვევაში პოლიცია შესაბამის ზომებს მიმართავს.შეგახსენებთ, ფილმის ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში 8 ოქტომბერს დაიწყო და დღეს დასრულდება. ჩვენებას ბიზნესმენი ლევან ვასაძე, მისი თანამოაზრეები და „ქართული მარში“ ეწინააღმდეგებიან. მათ 8-9 ოქტომბერს „ამირანთან“ აქციები გამართეს.