აშშ-ში Critics' Choice Movie Awards-ის ცერემონია გაიმართა. კინოკრიტიკოსებმა წლის საუკეთესო ფილმად ალფონსო კუარონას Roma დაასახელეს. კიდევ ერთი პრიზი Roma-მ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში მიიღო, კუარონა კი საუკეთესო რეჟისორად აღიარეს. წლის საუკეთესო კაცი მსახიობის ტიტული წილად კრისტიან ბეილს ხვდა, საუკეთესო მსახიობ ქალებად კი ლედი გაგა და გლენ კლოუზი დაასახელეს.