ეს ის შემთხვევაა, როდესაც კინკლაობას, ურთიერთგადაბრალებას, გაურკვეველ ჭიდაობას არანაირი აზრი არ ექნება, როდესაც გარკვეული დროის შემდეგ ადამიანები შეაფასებენ, რა გააკეთა საქართველომ გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში კოვიდ19-ის მართვასთან დაკავშირებით ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მან მთავრობის წევრებს, საპარლამენტო უმრავლესობას, ოპოზიციასა და საზოგადოებას მოუწოდა, ერთად ებრძოლონ კოვიდ19-ის გამო შექმნილ გამოწვევებსა და კრიზისს, რათა ქვეყანამ ეპიდემიის დაძლევის თვალსაზრისით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაღალი შეფასება დაიმსახუროს. მისივე თქმით, გლობალურ დონეზე შეფასდება მთლიანად ქვეყანა და არა ცალკე აღებული მმართველი გუნდი, ოპოზიცია, ექიმი ან პოლიციელი.