ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მორიგი შეხვედრისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების ბრძანება გასცა. ამის შესახებ ჩრდილოეთკორეული მედია იტყობინება. როგორც მოსალოდნელია, კიმ ჩენ ინისა და ტრამპის მორიგი შეხვედრა თებერვლის ბოლოს გაიმართება. როგორც სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტო წერს, კიმ ჩენ ინმა ტრამპისგან წერილი მიიღო, რითიც ძალიან კმაყოფილია. კერძოდ, თეთრი სახლის ლიდერმა კიმ ჩენ ინთან წერილი ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელს გაატანა, რომელიც ვაშინგტოში აშშ-ის პრეზიდენტს გასულ კვირას შეხვდა. აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ერთობლივ განსახილველ საკითხს ბირთვული განიარაღება წარმოადგენს.