ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სამხედრო მეთაურებთან ქვეყნის ბირთვული შესაძლებლობების გაძლიერების საკითხი განიხილა, -ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ავრცელებს. ”შეხვედრაზე განიხილეს ახალი პოლიტიკა ბირთვული ომის შემაკავებელი ფაქტორის გაძლიერების შესახებ”, - ნათქვამია სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA– ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისათვის, ეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის საზოგადოებაში გამოჩენის მეორე შემთხვევა იყო მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კი ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობა გულის ოპერაციის შემდეგ „კრიტიკულად მძიმე“ იყო.