ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა აშშ-ს პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან მესამე შეხვედრის გამართვის მზაობა გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო ავრცელებს. „თუ აშშ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც ჩვენთვისაც მისაღები იქნება, მაშინ მზად ვიქნებით დავთანხმდეთ მას“, - განაცხადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა.
კიმ ჩენ ინმა აშშ-ს მოუწოდა, გადახედოს თავის მიდგომებს კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის საკითხში. „ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ხელს მოვაწერ შეთანხმებას თუ ის ჩრდილოეთ კორეისა და აშშ-ს ინტერსებს უპასუხებს და სამართლიანი და მისაღები იქნება“, - აღნიშნა კიმ ჩენ ინმა მედიასთან საუბრისას. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეა არ წავა იმ დათმობებზე, რომელიც აშშ-მა ჰანოიში ჩატარებულ შეხვედრაზე წარადგინა.