ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ მომდევნო წლიდან ეკონომიკის გაძლიერებისთვის „გიგანტური ბრძოლა“ დაიწყება.
მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ისეთ სფეროებს დაეთმობა, როგორებიცაა თავდაცვია, სოფლის მეურნეობა და მშენებლობა. კიმ ჩენ ინმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეკონიკური პრობლემები ჯერ კიდევ იგრძნობა, თუმცა მის პარტის შემოშავებული აქვს ჩრდილოეთ კორეის განვითარების 5-წლიანი გეგმა.
„ძალიან დამაიმედებელია, რომ პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის პოლიტიკაში, ეკონომიკაში, კულტურასა და ეროვნულ თავდაცვის სფეროში, რაც დასტურდება სახელმწიფო ეკონომიკის სტაბილური მენეჯმენტით და დიდი წარმატებებით, რომლებიც მიღწეულია სოფლის მეურნეობისა და სამშენებლო სექტორებში. მომდევნო წელი მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ჩვენ უნდა ვაწარმოოთ გიგანტური ბრძოლა ქვეყნის განვითარებისთვის“ - განაცხადა მან.