ჩრდილო კორეის ცენტრალურმა სატელეგრაფო სააგენტომ კიმ ჩენ ინის ახალი ფოტოები გაავრცელა. ბრიტანული The Daily Mail-ის ცნობით, ფოტოებზე ჩრდილო კორეის ლიდერი „მეტად გამხდარია იმასთან შედარებით, ვიდრე მისი მმართველობის ათი წლის განმავლობაში გამოიყურებოდა."
ფოტოები კორეის მუშათა პარტიის ბოლო შეხვედრაზე არის გადაღებული, რომელზეც 2021 წლის პარტიული და სახელმწიფო პოლიტიკის შედეგები შეაჯამეს. The Daily Mail-ის შეფასებით, კიმ ჩენ ინმა „წონაში საგრძნობლად დაიკლო", ხოლო The Daily Star წერს, რომ ის „თითქმის ამოუცნობად გამოიყურება." ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ირწმუნება, რომ კიმი ჯანმრთელია და უბრალოდ, „ნაკლებს ჭამს თავისი ქვეყნის გულისთვის, რომელიც სურსათის დეფიციტს ებრძვის."
ოქტომბერში კიმ ჩენ ინმა მოქალაქეებს მოუწოდა, ნაკლები ეჭამათ, ვიდრე 2025 წელს ჩინეთთან საზღვრები კვლავ არ გაიხსნება.