ჩვენი საგარეო პოლიტიკური საქმიანობა ორიენტირებული უნდა იყოს აშშ-ის დამორჩილებაზე, რომელიც ჩვენი უდიდესი მტერი და ჩვენი ინოვაციური განვითარებისათვის მთავარი დაბრკოლებაა,- ჩრდილოეთ კორეის ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა „მუშათა პარტიის“ მე-8 ყრილობაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის აშშ-ის ხელისუფლებაში, მისი ნამდვილი ხასიათი და ძირითადი პოლიტიკა ჩრდილოეთ კორეის მიმართ არასოდეს იცვლება. ჩრდილო კორეის ლიდერის განცხადებითვე მისი ქვეყანა ბირთვულ იარაღს ბოროტად არ გამოიყენებს, მაგრამ ბირთვულ არსენალს გააფართოებს.