21:09
14 აგვისტო, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
კიმ ჩენ ინი ქვეყნის ყველაზე მაღალ მთაზე ცხენზე ამხედრებული ავიდა
16-10-2019

ლოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ქვეყნის ყველაზე მაღალ მთაზე ცხენზე ამხედრებული ავიდა, შესაბამის ფოტომასალას სახელმწიფო მედია ავრცელებს. სააგენტო KCNA-მ გაავრცელა ფოტოები, სადაც კიმ ჩენ ინი წმინდა მთა პექტუსანზე თეთრი ცხენით მიაბიჯებს.

ეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის 2,750 მეტრი სიმაღლის მწვერვალზე ასვლის პირველი შემთხვევა არაა. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ, როგორც წესი, კიმ ჩენ ინის წმინდა მთაზე ვიზიტი წინ უსწრებს ხოლმე მის მიერ მნიშვნელოვანი განცხადებების გაკეთებას.

2017 წელს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი წმინდა მთას საახალწლო მიმართვამდე რამდენიმე კვირით ადრე ესტუმრა, სადაც მან სამხრეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობების დათბობის შესახებ გააკეთა მინიშნება.

ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ კიმ ჩენ ინის მამა პექტუსანის მთაზე დაიბადა.

AutoPlay
სოზარ სუბარის განცხადებით მესტიაში სიტუაცია კონტროლს დაქვემდებარებულია და არ გაუარესდება
გამოქვეყნდა 9 წუთის წინ
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
გამოქვეყნდა 9 წუთის წინ
სავალდებულო კარანტინისა და თვითიზოლაციის ვადა შემცირდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
სვეტლანა ტიხანოვსკაია ბელარუსში საკოორდინაციო საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
"ლელო საქართველოსთვის" ომის ვეტერანების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისთვის რამდენიმე ინიციატივით გამოდის
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
თურქეთმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, შესაძლოა, დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები