ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის წყალობით, დედამიწაზე ომი აღარ იქნება.
როგორც CNN ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ სჯერა, ქვეყანას ომებში მონაწილეობის მიღება აღარ დასჭირდება, ვინაიდან ჩრდილოეთ კორეის ბირთვული არსენალი მის უსაფრთხოებას უზრუნველჰყოფს.
"ჩვენი საიმედო და ეფექტიანი თავდაცვითი ბირთვული შემაკავებლით, ამ დედამიწაზე ომი აღარ იქნება, და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და მომავალი სამუდამოდ იქნება დაცული", - ეს სიტყვები კიმ ჩენ ინმა სიტყვით გამოსვლისას წარმოთქვა.
კორეის ომის დასრულების 67-ე წლის იუბილეზე, ვეტერანებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღი ჩრდილოეთ კორეას საშუალებას მისცემს, "თავი დაიცვას იმპერიალისტებისა და მტრული ძალების მხრიდან ნებისმიერი დიდი ზეწოლისა და სამხედრო საფრთხეების წინააღმდეგ".