ლა ლიგის მე-20 ტურის დასკვნით მატჩში, "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "გრანადას" 1:0 მოუგო, რომელთანაც პირველ წრეში 0:2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ "ბარსელონამ" "გრანადას" ზედიზედ 24 საშინაო შეხვედრაში სძლია და რეკორდი დაამყარა. ახალი მწვრთნელის, კიკე სეტიენის ხელმძღვანელობით, "ბარსამ" პირველი მატჩი ჩაატარა. გუნდს ვერ დაეხმარნენ ტრავმირებული სუარესი და დისკვალიფიცირებული დე იონგი. ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი ლიონელ მესი გახდა, რომელმაც გრიზმანი ვიდალის ბრწყინვალე კომბინაცია ლამაზად დაასრულა და გუნდს 3 ქულა მოუტანა. "ბარსელონა" და "რეალი" 43-43 ქულით ლიდერები არიან და მესამეადგილოსან "ატლეტიკოს" 8 ქულით უსწრებენ. 25 იანვარს "ბარსას" გასვლაზე "ვალენსიას" დაუპირისპირდება.