კიევის ცენტრში პატრულირებისას სამართალდამცველებმა თემურ მახაური დააკავეს, რომლიც ქართული სანომრე ნიშნებიანი ავტომანქანით გადაადგილდებოდა. უკრაინული ტელეკომპანია 112-ის ინფორმაციით, ქართული ნომრებიანი "Mercedes ML" მძარცველის ავტომობილს ჰგავდა. დათვალიერების შედეგად პოლიციამ ორი ცეცხლსასროლი იარაღი "გლოკი" და "სტეჩკინი", ასევე საბრძოლო ვაზნები ამოიღო. ავტომობილში მყოფმა ერთ-ერთმა მამაკაცმა, თემურ მახაურმა შეიხ მანსურას სახელობის ბატალიონის მოწმობა წარადგინა. ის აცხადებს რომ საერთაშორისო სამშვიდობო ბატალიონის მოხალისე მზვერავია, რომელიც ბაზირებულია ანტიტერორისტული ოპერაციების ზონის "ემ" სექტორში.