კიევის ოლქში გუშინ განხორციელებული თავდასხმის შედეგად გადარჩენილი ადამ ოსმაევი მომხდარში რუსულ კვალს ხედავს, - ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საავადმყოფოში განუცხადა. "ეს და დეპუტატ იგორ მოსიჩუკზე თავდასხმა ერთი ჯაჭვის ნაწილია და რომელიმე ტერორისტული დაჯგუფების მიერ არის შესრულებული", - განაცხადა დაჭრილმა ოსმაევმა.