კიევში, პარლამენტის შენობასთან მეწარმეეების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უმაღლეს რადასთან შეკრებილი მეწარმეები სალარო აპარატების შემოღებას აპროტესტებდნენ.
პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მაშინ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეები ცდილობდნენ, პარლამენტის შენობაში დეპუტატები არ შეეშვათ.
საპროტესტო აქცია, რომლის დევიზია „მინისტრთა კაბინეტი კარანტინში!“, საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა და ბიზნეს ასოციაციებმა გამართეს.