09:01
19 სექტემბერი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
კიევში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულ DIOR-ის მოდელს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა
09-09-2017

კიევში მომხდარი აფეთქებისას, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე, თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი გარდაიცვალა, ცნობილი უკრაინელი მოდელი და „დიორის“ ყოფილი სახე ნატალია კოშელი დაშავდა. დაშავებულის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა დიმიტრი მისნიაკოვმა ისაუბრა. მისი განცხადებით, პაციენტს სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები აქვს, კერძოდ კი, დამწვარი აქვს სხეულის ნაწილი, დაზიანებული აქვს ორგანოები და ასევე აქვს სხვადასხვა სახის მოტეხილობები. დიმიტრი მისნიაკოვის თქმით, ნატალია კოშელს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. ექიმის განცხადებით, დაზიანებები სერიოზულია და რთულია რაიმეს პროგნოზირება. უკრაინული ტელეკომპანია „კანალ 24“-ის წყაროს ცნობით, აფეთქებისას ავტომობილში მოდელის შვილიც იმყოფებოდა, რომელმაც სხეულის 10%-ის დამწვრობა მიიღო.

AutoPlay
პრეზიდენტი - საქართველომ პანდემიას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პასუხი გასცა
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
პირი, რომელმაც ადვოკატ რამიშვილს სატელიტური ფოტოები გადასცა, "პალიტრანიუსთან" მის სახლში მიმდინარე ჩხრეკას ადასტურებს
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
ტრამპი აშშ-ში TikTok-ისა და WeChat-ის გადმოწერას დაბლოკავს
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
ლინას ლინკევიჩუსი - ბელარუსის მიერ ლიეტუვასა და პოლონეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება არაადეკვატურია
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
ამირან გამყრელიძე - ინფიცირებულებს შორის ძირითადად ჭარბობს მსუბუქი, უსიმპტომო და საშუალო სიმძიმის ავადმყოფები, 13 კრიტიკულია
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
საგამოძიებო სამსახური ენზელ მკოიანის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები