კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში უკრაინის ახლად შექმნილი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის, ეპიფანეს ინტრონიზაცია გაიმართა. ინტრონიზაცია საღვთო ლიტურგიის მიმდინარეობის დროს შედგა. უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი დღევანდელ ინტრონიზაციას ვერ დაესწრო. ამის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ფილარეტი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, რომლებმაც მას ღვთისმსახურებაზე დასწრების უფლება არ მისცეს.