კიევში დღეს დაგეგმილი აქციისთვის, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის პარტია ატარებს, 2 ათასამდე პოლიციელია მობილიზებული. ამის შესახებ ნათქვამია კიევის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „დღეს კიევის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კიევის მცხოვრებლები და რეგიონების სხვა წარმომადგენლები. რათა სათანადოდ უზრუნველვყოთ აქციის მონაწილეების უსაფრთხოება და არ დავუშვათ პროვოკაციები, პოლიციელები და ეროვნული გვარდიის სამხედროები წესრიგის დაცვას გააკონტროლებენ. სულ დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში დაახლოებით ორი ათასი სამართალდამცველი იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დააანონსა, რომ 2018 წლის პირველ მარშს დღეს კიევში ჩაატარებს.