უკრაინის დედაქალაქ კიევში ათასობით ადამიანმა აღმოსავლეთ რეგიონისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების გეგმა კიდევ ერთხელ გააპროტესტა. აქციას სახელწოდებით "არა კაპიტულაციას" 20 000 ადამიანი, მათ შორის ომის ვეტერანებიც დაესწრნენ. მათ დაგმეს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მიერ მოსკოვთან მიღწეული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, უკრაინა რუსეთს დათანხმდა ავტონომია მიენიჭებინა უკრაინის პრორუსული რეგიონისთვის. ამასთან, უკრაინა დათანხმა რუსეთს, კონფლიქტის ზონიდან შეიარაღებული ძალების გაწვევაზე. აღნიშნულის გამო უკრაინელები პრეზიდენტ ზელენსკის ღალატში ადანაშაულებენ. შეგახსენებთ, საომარი მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის აპრილში დაიწყო.
ხუთწლიანმა კონფლიქტმა 13 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.