კიევის მეტროპოლიტენის ექვსივე სადგურმა, რომლებიც ბომბის შესახებ ინფორმაციის გავრცელების გამო შესამოწმებლად დახურეს, მუშაობა კვლავ განაახლა. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, კიევის ცენტრში, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით მარში იმართება, მეტროპოლიტენის სადგურები დახურეს. ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს მხდალი ხელისუფლების მორიგი სვლაა, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აქციაზე მომიტინგეთა მისვლისთვის ხელი შეეშალათ.სამართალდამცველებმა კიევში დააკავეს პირი, რომელმაც „დანაღმვის“ შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ის 24 წლის კიევის მცხოვრები მამაკაცი აღმოჩნდა.