კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს მისი პარტიის ხელმძღვანელობა შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაცია ვიტალი კლიჩკომ სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე გაავრცელა. როგორც მან აღნიშნა, მისი პარტია „უდარ“ უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. მიხეილ სააკაშვილი ვერ გახდება უმაღლესი რადას დეპუტატი, რადგან უკრაინაში 5 წელი არ უცხოვრია, თუმცა შეუძლია იყოს პარტიის სახე და აქტიურად ჩაერთოს წინასაარჩევნო კამპანიაში.