კიევის ისტორიულ კრებაზე დღეს უკრაინის გაერთიანებული ეკლესიის ახალ მეთაურს აირჩევენ. ამის შესახებ "ბიბისი" წერს. წმინდა სოფიას ტაძარში გამართლ კრებაზე, ახალი ლიდერის არჩევასთან ერთად ახალი უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიაც შეიქმნება. მთავარ პრეტენდენტებს შორის პატრიარქის მონაცვლე ეპიფანე, ლუცკის და ვოლინის მიტროპოლიტი მიქაელი და კიევის საპატრიარქოს მეთაური ფილარეტი სახელდებიან. მედიაში გავრცელებული ცნობებით, კრებას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება. ისტორიული კრებას წინ უძღოდა მსოფლიო პატრიარქის მიერ დამოუკიდებელი უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მხარდაჭერის გამოცხადება. მოსალოდნელია რომ დღევანდელის კრების შემდეგ ქვეყანა ტომოსსაც მიღებს. უკრაინული ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინჭებას ეწინააღმდეგება მოსკოვის საპატრიარქო. რუსეთის პატრიარქმა კირილმა რელიგიურ და მსოფლიო ლიდერებს უკრაინაში მცხოვრები მორწმუნეების და სასულიერო პირების "დაცვისკენ" მოუწოდა.