დედაქალაქში კიდევ რამდენიმე ქუჩა გამოიყოფა, სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან. ამ ქუჩათა რაოდენობა დაახლოებით 12-ია. აღნიშნული საკითხი დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად ხვალ გავა.„ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამ 12 ქუჩას შორის - წერეთლის, თამარ მეფის, ქეთევან წამებულისა და რობაქიძის გამზირებიც მოიაზრება.შეგახსენებთ, რომ გასული წლიდან თბილისში უკვე განსაზღვრულია 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილებში შეუძლიათ. ეს 14 ქუჩაა: ვაჟა-ფშაველას, შოთა რუსთაველის, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, მარშალ გელოვანის გამზირები, მერაბ კოსტავას, პეტრე მელიქიშვილის, ვახტანგ გორგასლის, ჟიული შარტავას, პეკინის, ჯორჯ ბუშის ქუჩები, ასევე, დავით აღმაშენებლის ხეივანი და კახეთის გზატკეცილი.