თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის გამოკითხვა დასრულდა. თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მთავარ საგამოძიებო უწყებას "საბჭოთა პროკურატურა" უწოდა. მისი თქმით, გამოკითხვაზე პროკურორებს წერილის ასლი გადასცა, ორიგინალი კი ლონდონში, ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. მამუკა ხაზარაძის გამოკითხვა სასამართლოში დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე მამუკა ხაზარაძემ მუქარის შემცველ წერილზე ისაუბრა, რომელიც შს მინისტრ, გიორგი გახარიასგან მიიღო.