საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი "აუდიტორია 115"-ის წევრებს ექსტრემალური მოქმედებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ამასთან, განათლების მინისტრი ორგანიზაციის წევრებს ურჩევს, უნივერსიტეტის სტუდენტებს სწავლაში ხელი არ შეუშალონ, თუმცა როგორც ჯეჯელავამ ჟურნალისტებს „აუდიტორია 115“-ის წევრების მიერ თსუ-ს მეექვსე კორპუსის პიკეტირების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა, ეს თემა უნივერსიტეტის ავტონომიურობიდან გამომდინარე თავად ადმინისტრაციის გადასაწყვეტია.როგორც ცნობილია, "აუდიტორია 115"-ის მიერ თსუ-ს მეექვსე კორპუსის პიკეტირების გაგრძელების შემთხვევაში, სტუდენტებს სწავლის გაგრძელება ტურიზმის ცენტრში მიუწევთ.