პატრიარქის დაცვაში კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, პატრიარქის დაცვის პირადი შემადგენლობა შეიცვალა. როგორც პატრიარქის დაცვის ერთ-ერთმა წევრმა სოსო ელიზბარაშვილმა დაადასტურა, ის პატრიარქის პირად დაცვაში აღარ არის. როგორც მან აღნიშნა, ის რჩება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და აგრძელებს სხვა დეპარტამენტში საქმიანობას. სოსო ელიზბარაშვილმა უპასუხოდ დატოვა კითხვა დაცვის კიდევ რამდენი თანამშრომელი შეიცვალა პატრიარქის პირად დაცვაში.