პრემიერ-მინისტრის მრჩევლის სოზარ სუბარის განცხადებით, კიდევ ერთი საკარანტინო ზონა გამოიყო, რომელიც ქალაქ კაზრეთსა და სოფელ ბალიჭებს აერთიანებს, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიზეზი ვირუსის გავრცელება არ ყოფილა.
„კიდევ ერთი საკარანტინო ზონა გვაქვს გამოყოფილი, მაგრამ არა დაინფიცირების გამო, ეს არის კაზრეთი და ბალიჭები. ეს გამოვყავით მხოლოდ იმიტომ, რომ იქ მუშაობს RMG, ძალიან ბევრი ადამიანი ერთად არის და იმისთვის, რომ გამოირიცხოს იქ რაიმე ინფექციის გავრცელების საფრთხე, ქალაქი კაზრეთი და სოფელი ბალიჭები არის გამოყოფილი ცალკე ზონად,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.