კიდევ ერთი მიწისძვრა საქართველოში: ყვარელის შემდეგ, ეპიცენტრი ამჯერად, რაჭაში დაფიქსირდა - Palitra News

კიდევ ერთი მიწისძვრა საქართველოში: ყვარელის შემდეგ, ეპიცენტრი ამჯერად, რაჭაში დაფიქსირდა

2019-04-02 12:01:41+04:00

საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით, 11:30 საათზე, რაჭაში, ქალაქ ონთან 3.4 მაგნიტუდის (ML) სიდიდის მიწისძვრა მოხდა.მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ონიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 3კმ-ში, სოფელ ნაკიეთში დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ მიწისძვრა გუშინ, თბილისის დროით 21:34 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ყვარელთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა.