მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შეპესე "მისო მო მანი კრედიტის" რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის 4 იანვრის განკარგულებაშია აღნიშნული. ამასთან, განკარგულების თანახმად, ორგანიზაციის ლიკვიდატორიც დაინიშნა.
აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაშია შესაძლებელი.
ცნობისთვის, 2018 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფუნქციონირებდა, თუმცა, დეკემბერ-იანვარში მათი რიცხვი კიდევ რამდენიმეთი შემცირდა.