LoopX (ლუპ იქს) - ასე ქვია ციფრულ ვალუტას, რომლის შემქმნელებმაც კრიპტოვალუტების ბაზრიდან ინვესტორებისგან 4 მილიონ 500 ათასი დოლარი მოაგროვეს, ხოლო შემდეგ გაუჩინარდნენ. მათ შორის გააუქმეს საკუთარი ვებგვერდი, გვერდი FaceBook-ზე, Twiiter-ზე, YouTube-ზე და Telegram-ზე. LoopX-ის ინვესტორებმა სცადეს მათთან კონტაქტის დამყარება, თუმცა უშედეგოდ, ვინაიდან ამ ციფრულ ვალუტასთან დამაკავშირებელი ყველა საკონტაქტო წყარო გაუქმებულია. შესაბამისად, მათ დაასკვნეს, რომ LoopX-ი კრიპტოვალუტების ბაზარზე მორიგი თაღლითური სქემა იყო.LoopX - ეს იყო ბლოკჩეინ პროექტი, რომლის დამფუძნებლებიც ამტკიცებდნენ, რომ მათმა გუნდმა შეიმუშავა საინვესტიციო პლატფორმა, რომელიც ვაჭრობისას საკუთარ ალგორითმს გამოიყენებდა. ისინი უმტკიცებდნენ საკუთარ ინვესტორებს, რომ ძალიან მალე მოახდენდნენ საკუთარი ინვესტორების ჩართვას ამ ალგო-ვაჭრობის მექანიზმში, რის შემდეგაც ისინი ყოველთვიურად 10%-იან მოგებას მიიღებდნენ.