ივანიშვილისთვის ხეების გადატანა გრძელდება. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში პარალიზებული იყო ცენტრალური მაგისტალი მახინჯაურთან. მიზეზი გიგანტური ხის ტრანსპორტირებაა. 300 წლოვანი ტიტას ხე ყოფილი სასტუმრო მზიურის ტერიტორიიდან ზღვის მიმართულებით გადაიტანეს. გურიის მიმართულებით ხე გეზს ზღვის მეშევეობით უახლოეს დღეებში აიღებს. კომპანია გზამ სასტუმროდან ბარჟამდე ხის გადატანის სამუშაოებს 6 საათზე მეტი დრო მოანდომა. გადაადგილების დროს ტიტას ხემ დააზიანა ბოძი, მის აღდგენას კომპანია საკუთარ თავზე იღებს.