07:45
6 დეკემბერი, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
თავისუფალი თემა
კიდევ ერთი მსხვერპლი - დუშეთის პანსიონატში 20 წლის გოგონა გარდაიცვალა
16-02-2016
სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი კიდევ ერთი გარდაცვლილი ბენეფიციარის შესახებ ინფორმაცია PALITRANEWS-ს წყარომ მიაწოდა. ამჯერად დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატში ახალგაზრდა გოგონა საჭმლის გადაცდომით გარდაიცვალა. წყაროს ინფორმაციით, 20 წლის ბენეფიციარი მომსახურე პერსონალის უყურადღებობით დაიღუპა.

ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ასეთი ტიპის დაწესებულებაში ეს უკვე მესამე გარდაცვლილი ბენეფიციარია. შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს ნუცუბიძის ჩვილ ბავშვთა სახლში 3 წლამდე გოგონა გარდაიცვალა, ზუსტად ერთი თვეში, 28 დეკემბერს მარტყოფის პანსიონატში 18 წლის გიორგი მამფორია დაიღუპა. ერთ-ერთი ვერსიით, ორივე ბენეფიციარის გარდაცვალება მომსახურე პერსონალის უყურადღებობით მოხდა. ორივე შემთხვევაზე საქმე 115 მუხლით აღიძრა, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები