პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მისთვის არაა მნიშვნელოვანი, თუ ვის დაკითხავენ სპეცოპერაციის საკითხზე, არამედ მთავარია სახელმწიფომ საკუთარი დანაშაული აღიაროს. მისივე თქმით, გარდა სუს-ის უკვე გამოკითხული მაღალჩინოსნებისა, საქმეზე კიდევ ბევრი პირია დასაკითხი. შეგახსენებთ, რომ "პალიტრანიუსის" ინფორმაციით, პანკისში სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროს, ვახტანგ გომელაური, მისი ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ.
სპეცოპერაცია, რომელსაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2017 წელის დეკემბერში ჩატარდა.