ოპოზიციონერი ლიდერები შს სამინისტრომ გამოკითხვაზე დაიბარა. როგორც “პალიტრა ნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა,გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ღლონტი შსს-ში სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით არიან გამოკითხვაზე დაბარებული. აღნიშნული მუხლი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. ოპოზიციონერი ლიდერები გამოკითხვაზე 12 ივლისს, 12:00 საათზე არიან დაბარებულები. მათი დაბარება სავარაუდოდ 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.