ნაშრომის მიხედვით ირკვევა, რომ ნიუ იორკის კვლევით ცენტრ Memorial Sloan Kettering-ში ჩატარებული მცირე კლინიკური ექსპერიმენტის თანახმად, იმუნოთერაპიულ მკურნალობაში მონაწილე ყველა პაციენტის ორგანიზმში სიმსივნე გაქრა. აღსანიშნავია, რომ კვლევაში ჩართულ ყველა ონკოპაციენტს ჰქონდა სწორი ნაწლავის კიბო, იშვიათი მუტაციით, თუმცა ადრეულ სტადიაში.
ექსპერიმენტში 16 ადამიანი მონაწილეობდა.
პაციენტებს ჩაუტარდათ მკურნალობის 6-თვიანი კურსი იმუნოთერაპიული წამლით, სახელად - დოსტარლიმაბი, რომლის მწარმოებელიც არის ფარმაცევტული კომპანია - GlaxoSmithKline.
ნაშრომის მიხედვით, პაციენტების განკურნებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ, არცერთი მათგანის ორგანიზმში არ დაბრუნებულა სიმსივნური უჯრედები, თუმცა როგორც მეცნიერები ამბობენ, მათზე დაკვირვება ხუთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
საყურადღებოა, რომ არცერთ პაციენტში არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი გარდა დაღლილობის შეგრძნებისა და მცირე გამონაყარისა. მკვლევრები ამბობენ, რომ კიბოს მკურნალობის სხვა საშუალებებს, როგორიცაა ქირურგიული ჩარევა, ქიმიოთერაპია თან ახლავს არაერთი გვერდითი ეფექტი... წაიკითხეთ სტატია სრულად