21:40
24 მაისი, 2018, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
კიბოს საწინააღმდეგო ვაქციანა, რომელიც რამდენიმე სახის სიმსივნეზე უკვე გამოსცადეს
13-02-2018

აშშ-ის ბიოვიზუალიზაციისა და ბიოინჟინერიის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერებმა კიბოს წინააღმდეგ ნანოვაქცინა შეიმუშავეს. ნაერთი, რომელიც იმუნურ უჯრედებს აიძულებს შეუტიოს სიმსივნეს, ლიმფურ კვანძებში შეჰყავთ ალბუმინის მეშვეობით. ვაქცინის შემადგენლობაში შედის ანტიგენები - ცილები, რომლებიც ლიმფოციტებს ავთვისებიანი სიმსივნის ამოცნობაში ეხმარება. მეცნიერებმა ანტიგენებს საღებავი დაუმატეს, ნაერთს დაუმატეს ასევე დეენემის ფრაგმენტი, რაც იმუნურ რეაქციებს აძლიერებს.

ანტისხეულისა და საღებავის კომპლექსს AlbiVax-ი ეწოდა.პრეპარატი უკვე გამოსცადეს რამდენიმე სახის სიმსივნეზე. ფილტვის კიბოთი დაავადებულ თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ნანოვაქცინა სიმსივნის სრულ რეგრესს იწვევს.

ყურადღება!
გთხოვთ, დაიცვათ ეთიკისა და ზრდილობის ნორმები!
სხვა სიახლეები
col-md-8