ონკოლოგებმა გადაწყვიტეს კიბოსთან ბრძოლის პრინციპულად განსხვავებული და ახალი მეთოდი - პერსონალური ვაქცინა გამოიყენონ. კიბოს საწინააღმდეგო პერსონალურმა ვაქცინამ საპილოტე ტესტირება 25 პაციენტზე გაიარა. კვლევა ჩატარდა პენსილვანიის უნივერსიტეტის აბრამსონის სახელობის კიბოს ცენტრში. თითოეული პაციენტისთვის შეიქმნა ინდივიდუალური ვაქცინა მისივე იმუნური უჯრედების საფუძველზე. პაციენტის საკუთარი სიმსივნური უჯრედების გამოყენება ორგანიზმში გლობალური იმუნური პასუხის პროვოცირებას ახდენდა. თანაც არა მხოლოდ კონკრეტული სიმსივნის წინააღმდეგ, არამედ, როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, სხვა, მსგავსი სიმსივნური წარმონაქმნების წინააღმდეგაც, რომლებსაც ანალოგიური "გენეტიკური ხელწერა" ჰქონდათ. კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ პაციენტთა ნახევარს სიმსივნის საწინააღმდეგო უჯრედული რეაქციის ნიშნები აღენიშნებოდა და ეს კატეგორია გაცილებით მეტხანს ცოცხლობდა სიმსივნის პროგრესირების გარეშე, ვიდრე აუცრელი პაციენტები.