კომპიუტერთან ჭამა ბევრისათვის დამახასიათებელი მავნე ჩვევაა. თანამედროვე ყოფაში, როცა მოსახლეობის უმეტესობა, დღე-ღამის უმეტეს დროს მონიტორთან ატარებს, ინტერნეტში ჩაძირული თუ ეკრანს მიჩერებული სახით საკვების მიღებაც ჩვეულებად არის ქცეული. მედიკოსების განცხადებით, ეს ჩვევა მავნებელია ორგანიზმისთვის, არაერთ დარღვევას აძლევს დასაბამს, მათ შორის კიბოს განვითარებასაც კი.სპეციალისტთა განმარტებით, მონიტორის წინ ღეჭვის პროცესის კონტროლი განსაკუთრებულად ირღვევა, შედეგად საკვები კუჭში გადაუმუშავებელი, დაუღეჭავი სახით ხვდება, გარდა ამისა, ადამიანი საკვებთან ერთად გაუცნობიერებლად ყლაპავს კლავიატურასა თუ "მაუსზე" არსებულ უამრავ საშიშ ბაქტერიას, რომელიც სახიფათო დაავადებათა გამომწვევი შეიძლება აღმოჩნდეს. ყოველივე ეს საბოლოო ჯამში სერიოზულ ანთებებს აძლევს დასაბამს, იწვევს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებათა, მათ შორის სიმსივნური პათოლოგიის განვითარებას.საკვების მიღების დროს მაინც მიატოვეთ მონიტორი, ჰიგიენისა და ყველა სხვა წესის დაცვით მიირთვით საკვები, რათა ორგანიზმს არგოთ და არ ავნოთ!