2019 წლის იანვარ-ივლისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპიუტერული დანაშაული 130.06%-ით ანუ 610 შემთხვევით არის გაზრდილი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული.კერძოდ, უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის 1-ელ შვიდ თვეში კომპიუტერული დანაშაულის ათას 79 ფაქტი დაფიქსირდა. აქედან, გაიხსნა 56 შემთხვევა და გახსნის მაჩვენებელი შესაბამისად, 5.19%-ია. 2018 წლის იანვარ-ივლისში კი რეგისტრირებული იყო 469 შემთხვევა, აქედან, გახსნილია 48 საქმე და გახსნის მაჩვენებელი 10.23% იყო.ცნობისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, კიბერდანაშაულად მიჩნეულია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მოიცავს მაგალითად, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას, კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისთვის საჭირო პაროლის ან დაშვების კოდის უნებართვო გავრცელებას, კომიუტერული მონაცემის უნებართვო დაზიანებას და ა.შ.