"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით არხის ყიდვის მსურველი ჯერჯერობით ისევ არ გამოჩენილა, ხოლო ქიბარ ხალვაშის მიერ ტელევიზიის შეძენის მსურველი პირებისთვის მიცემული ერთკვირიანი ვადა, რა პერიოდშიც მათ შესაბამისი განაცხადი უნდა გააკეთონ, დღეს იწურება.
რაც შეეხება საკითხს, იგეგმება თუ არა "რუსთავი 2"-ის გაყიდვისთვის გამოცხადებული 1 კვირიანი ვადის გახანგრძლივება, სალია აცხადებს, რომ ამაზე საუბარი არაა.
შეგახსებეთ, რომ "რუსთავი 2"-ის 100%-იანი წილის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის გაყიდვის შესახებ განცხადება 12 აგვისტოს გაავრცელა.