ქიბარ ხალვაში - სტრასბურგის სასამართლომ წერტილი დაუსვა ჩემს მრავალწლიან დავას - Palitra News

ქიბარ ხალვაში - სტრასბურგის სასამართლომ წერტილი დაუსვა ჩემს მრავალწლიან დავას

2019-07-18 14:01:42+04:00

„რუსთავი 2“-ის წილის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, როგორც მან აღნიშნა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საბოლოო წერტილი დაუსვა მის მრავალწლიან დავას სამართლიანობის აღდგენისათვის და დაადასტურა, რომ 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერი იყო. მისივე თქმით აღარ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთადერთი კანონიერი მესაკუთრე ის არის და რომ ეს კომპანია მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წაართვეს