ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, ქიბარ ხალვაში აპირებს დასავლური გამოცდილების მქონე მედია-მენეჯერის შერჩევას,იმისათვის რომ არხი მეტად წარმატებული გახდეს.სალიას თქმით, ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს შეცვლა იგეგმება,მათ შორის არც თავად პაატა სალიას. მისივე თქმით ეს იქნება ადამიანი რომელსაც ექნება გამოცდილება და ამ მიზნით უკვე მიდის რამდენიმე კადრთან გასაუბრება.