Kia ემოციებს აღვიძებს. დიახ, კორეელები იაფი მანქანებით გამდიდრდნენ, მაგრამ ეს გუშინ იყო. დღეს კი ისეთ სიმპათიურ ავტომობილებს აწარმოებენ, როგორიცაა მაგალითად "სოული", ან მოხდენილი კომპაქტური SUV "სპორტიჯი". სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა AUTO BILD-ის ხანგრძლივი, 100 000-კილომეტრიანი ტესტი ფრიადზე ჩააბარა და ერთი სერიოზული პრობლემაც კი არ შეჰქმნია. თუმცა კორეელები ამით არ კმაყოფილდებიან - უფრო და უფრო მეტი უნდათ. თუ რა სურთ მათ კონკრეტულად, ამას სწორედ ეს ავტომობილი გვეუბნება - გაიცანით, Kia Stinger. ეს არის მანქანა, რომლის მსგავსი "კიას" აქამდე არასდროს ჰყოლია.