ხვიჩა მღებრიშვილის საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურად ვმუშაობთ, რათა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი - გიორგი გახარია - Palitra News

ხვიჩა მღებრიშვილის საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურად ვმუშაობთ, რათა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი - გიორგი გახარია

2020-08-22 13:22:30+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილისთვის ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ პატიმრობაში დატოვებას სამწუხარო ფაქტს უწოდებს. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ყოველდღიურად მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა ინსტრუმენტი. ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ხვიჩა მღებრიშვილს სამი თვით პატიმრობა 21 აგვისტოს შეუფარდეს.