რუსეთის ჩემპიონატის პირველ ტურში "რუბინმა" მოსკოვში კვარაცხელიას გოლით ფრეს მიაღწია და "ლოკომოტივთან" - 1:1 ითამაშა. 66-ე წუთზე კვარაცხელიამ დავითაშვილი შეცვალა, ხოლო 10 წუთში გოლის გატანა შეძლო. დანჩენკოს პასით თავი ქართველმა გამოიჩინა. შეგახსენებთ, რომ ყაზანის რუბინი შემდეგ წრეში მოსკოვის დინამოს დაუპირისპირდება.