ხვალიდან დედაქალაქის მოსახლეობას 60 ISUZU-ს მარკის ახალი 8 მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ევროპის მოედანზე, ახალი ავტობუსების პრეზენტაციისას განაცხადა.
"თბილისისთვის შევიძინეთ 220 ერთეული ISUZU-ს მარკის ავტობუსი. 60 უკვე თბილისშია და ხვალიდან დედაქალაქის მოსახლეობას ეს ძალიან ლამაზი ავტობუსები მოემსახურება. მინდა ვისარგებლო შემთხვევევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუმრებს თურქეთიდან მხარდაჭერისთვის, რომ ასე დროულად შეძლეს ავტობუსების წარმოება და მოწოდება. ამ წლის ბოლომდე ჩვენ მიერ შესყიდული ყველა ავტობუსი დედაქალაქში იქნება", -განაცხადა კალაძემ.