4 ივნისს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა იწყება. პროცესი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით გადაეცემა. მოქალაქეებს ონლაინ შეეძლებათ დასვან მათთვის საინტერესო კითხვები.
საპარლამენტო უმრავლესობაში ვარაუდობენ, რომ კანონპროექტს სამივე მოსმენით 29 ივნისისთვის მიიღებენ.
დოკუმენტს მმართველი გუნდის სრული მხარდაჭერა ექნება, თუმცა ოპოზიცია კვლავ არ ცვლის ულტიმატუმს. საპარლამენტო უმცირესობა კანონპროექტის მხარდაჭერის სანაცვლოდ 8 მარტს დადებული შეთანხმების სრულად შესრულებას და გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვს.