ხვალიდან მოქალაქეებს ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება შსს-ს მომსახურების სააგენტოს გარდა იუსტიციის სახლებშიც შეეძლებათ. შესაბამისი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება მომსახურების სააგენტომ და იუსტიციის სახლმა გააფორმეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, 2017 წლის განმავლობაში, იუსტიციის სახლის ფილიალებში ეტაპობრივად შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისები დაინერგება.კერძოდ, განმეორებითი მართვის მოწმობის აღდგენა, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის აღდგენა, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის აღება, იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის აღება და სხვა.