ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ჩეხეთის ხელისუფლებამ ახალი რეგულაციები დააწესა. ხვალიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლოებას ქუჩაში გასვლა 21:00-დან დილის 5 საათამდე აეკრძალება.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, რომან პრიმულას განცხადებით, აქამდე მიღებული ზომები საკმარისი არ აღმოჩნდა. ჩეხეთში საგანგებო მდგომარეობა 5 მარტს შევიდა ძალაში. ქვეყანაში სკოლები და უნივერსიტეტები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, დაიხურა რესტორენბი და ბარები.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩეხეთში კორონავირუსით 268 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 2365 პაციენტი კი გარდაიცვალა.